ალექსანდრე მაკედონელის სამი სურვილი
გარდაცვალებამდე ალექსანდრე მაკედონელმა არმიის მთავარსარდალს 3 სურვილი გაანდო:
1. მსურს ჩემი სასვენებელი ხელით წაიღონ მთელი ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმულმა მკურნალებმა.
2. მინდა, გზაზე სადაც ჩემს უსიცოცხლო გვამს გაატარებენ, უთვალავი ძვირფასი ქვა და ოქროს ზოდი მიმოფანტონ.
3. მსურს, სასვენებლიდან ჩემი ხელები მოჩანდეს.
გაკვირვებულმა მთავარსარდალმა მბრძანებელს სთხოვა აეხსნა, თუ რატომ ისურვა მან ამ სურვილების შესრულება.
მან უპასუხა:
1. მსურს საუკეთესო ექიმებმა წაიღონ ჩემი სასვენებელი, რადგან მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ სიკვდილის წინაშე ყველაზე კარგი ექიმებიც კი უძლურნი არიან.
2. მინდა ჩემი სიმდიდრე ძირს მიმოფანტოთ, რათა ყველამ დაინახოს, რომ ყველაფერი, რასაც ამქვეყნად ვიძენთ, აქვე რჩება.
3.მსურს მთელი ქვეყანა ხედავდეს ჩემს ხელებს, რადგან ყველამ გაიაზროს, რომ მთელი ქვეყნის მბრძანებელიც კი იმ ქვეყნად ცარიელი წავიდა.
- “გადასატანი” დღეები – გურამ დოჩანაშვილი
- ცხოველების ფერმა როგორც მდგომარეობა
- ხომ იცოდა? – გიორგი კეკელიძე
- კახა ბენდუქიძე – სხვა არჩევანი არ გვაქვს
- ჰერმან ჰესე: უსმინეთ ხეებს ანუ სად არის ბედნიერება
- მაკა ჩარკვიანი – #წარმატებარის…
- როცა ამ გადაცემას ვიწყებდი, საზოგადოებაში იყო ნაწილობრივ სკეპტიკური დამოკიდებულება – მარტა ქარუმიძე
- წარმატებული ადამიანის 6 თვისება ბრაიან ტრეისის მიხედვით
- გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების !
- თუ დღეს ცოცხალი ხარ, კარგად დამიგდე ყური: გთხოვ, იცოცხლე! გთხოვ, გაუძელი! გთხოვ, იბრძოლე!